მადონა – “რუსეთს მეტი აღარ ვესტუმრები!”

ჟურნალისტ ენდი კოენისთვის მიცემულ ინტერვიუში მადონამ განაცხადა, რომ World Tour-ისთვის, რომელიც სექტემბრიდან იგეგმება, აქტიურად ემზადება.

პოპ-სცენის დედოფალმა საუბარში ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს მეტი არ ეწვევა, – წერს ჟურნალი Super.

„ვფიქრობ, მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგს არასდროს ვეწვევი. რად მინდა კონცერტების ისეთ ადგილებში ჩატარება, სადაც ჰომოსექსუალობა დანაშაულის ტოლფასია?“ – განაცხადა მომღერალმა.

შეგახსენებთ, 2012 წელს, რუსეთში ვიზიტის დროს, მადონამ სცენიდან, Pussy Riot-ს მხარდაჭერა გამოუცხადა.

„აშშ-ის მოქალაქეობა ჩემთვის დიდი პატივია. მჯერა, ოდესმე ისეთი დრო დადგება, როცა დედამიწაზე თავისუფლება და ტოლერანტობა იბატონებს“, – დასძინა მადონამ.

სანქტ-პეტერბურგის საკანონმდებლო საკრებულოს დეპუპტატი ვიტალი მილონოვი მადონას პროტესტით ძალიან აღშფოთდა და მომღერალს „სულელი, პირფერი ბებერი“ უწოდა, – წერს გამოცემა “Блокнот”.

„ვწუხვარ, რომ მადონა ასეთი სულელია. მას დონბასის ბავშვები არ ეცოდება და თურმე, როცა გეებს აწყენინებენ, იგი ვერ იტანს. მისთვის გეების უფლებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბავშვების უფლება სიცოცხლეზე. პირფერი ბებერი!“ – განაცხადა მილონოვმა.

Pussy Riot-ის მხარდამჭერი სიტყვა

მადონა რუსეთში

მსგავსი პოსტები

Back to top button