მადონამ აფრიკელი ტყუპები იშვილა [Photo/Video]
ამერიკელმა მომღერალმა, მადონამ განაცხადა, რომ მალავის რესპუბლიკაში მცხოვრები ტყუპი გოგონა იშვილა. ინფორმაცია პოპ-დივამ საკუთარ Instagram-ზე გაავრცელა და ტყუპების ფოტოსურათიც დაურთო.
“ოფიციალურად ვადასტურებ, რომ მალაველი ტყუპი გოგონების შვილად აყვანის პროცესი დასრულებულია. ძალიან ბედნიერი ვარ. ახლა ბავშვები უკვე ჩვენი ოჯახის წევრები არიან. მადლობას ვუცხადებ ყველა მალაველს, რომლებმაც ჩემი ნატვრა განახორციელეს”, – დაწერა მომღერალმა.
მადონა ტყუპების აყვანამდე 4 შვილს ზრდიდა. მას 1996 წელს ქალიშვილი ლურდესი, ხოლო 2000 წელს ვაჟი როკო შეეძინა.
აღსანიშნავია, რომ პოპ-დივამ კიდევ 2 მალაველი ბავშვი იშვილა – 2006 წელს დავიდი, ხოლო 2009 წელს გოგონა მერსი.
[print_gllr id=53063]