სპორტი

მადრიდის „რეალი“ალავესთან“ დამარცხდა

ლა-ლიგის მე-11 ტურში „რეალმა“ „სანტიაგო ბერნაბეუ“-ზე „ალავესს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

მატჩის დასაწყისში პერესმა, მსაჯის მიერ დანიშნული საკმაოდ საეჭვო პენალტით ანგარიში გახსნა. მეორე ტაიმში ხოსელუმ მადრიდელთა მეკარის შეცდომის წყალობით, უპირატესობა 2-მდე გაზარდა.

„რეალს“ მატჩი უბრძოლველად არ დაუთმია, მეტოქის მეკარე პაჩეკოს, რომელიც სამეფო კლუბის აღზრდილია, დიდი ჯაფა დააწვა და რამდენიმე ურთულესი ბურთიც მოუხსნა ყოფილ გუნდს.

შეხვედრის დასრულებამდე 4 წუთით ადრე კაზემირომ სხვაობა შეამცირა და მოწინააღმდეგის კარში ერთადერთი გოლი გაიტანა.

ქვეყნის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის მიხედვით, „რეალი“ 17 ქულით მე-4 ადგილზეა. 5 დეკემბერს კლუბი გასვლით შეხვედრას „სევილიასთან“ ჩაატარებს. იქამდე კი 1-ელ დეკემბერს ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად „შახტარს“ შეხვდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button