მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

საკადრო გადაადგილებები თელავის საკრებულოში

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე, გიგა ორკოდაშვილი, ალექსანდრე შათირიშვილმა შეცვალა. შათირიშვილი საკრებულოში ფრაქცია, “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე იყო. მის კანდიდატურას მოადგილის პოსტზე, საკრებულოს ოცდასამმა წევრმა დაუჭირა მხარი, ოთხმა დეპუტატმა კი, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

მოადგილედ არჩევამდე, ალექსანდრე შათირიშვილმა, ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და ის, მისმა მოადგილემ, ბესიკ ქოჩიშვილმა შეცვალა.

ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ყოფილმა მოადგილემ, გიგა ორკოდაშვილმა, დაკავებული თანამდებობა დატოვა

ორკოდაშვილი, ყოფილი პრემიერ- მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიას შეუერთდა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, თელავის მერის პოსტისათვის იბრძოლებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button