მსოფლიოსიახლეები

მადურო ჰუმანიტარულ ტვირთს ქვეყანაში არ უშვებს

ვენესუელის საზღვართან ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანეს. სატვირთო ავტომობილები უკვე მეზობელ კოლუმბიაში, ქალაქ კუკუტაშია, თუმცა ვენესუელის მხრიდან საზღვარი ამ დრომდე დახურულია.

ვენესუელაში, კოლუმბიის საზღვართან დემონსტრაცია გაიმართა. ასობით აქტივისტი ქვეყანაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანას ითხოვს.

როგორც ცნობილია, ნიკოლას მადურომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გაგზავნილ ჰუმანიტარულ დახმარებაზე უარი განაცხადა და საზღვარი გადაკეტა. მადუროს განმარტებით, ჰუმანიტარული ტვირთის ვენესუელაში შეტანა ამერიკის შეერთებულ შტატებს სამხედრო ინტერვენციისთვის გზას გაუხსნის.

ლათინური ამერიკის ქვეყანა საკვებისა და სამედიცინო მედიკამენტების მნიშვნელოვან დაფიციტს განიცდის. ქვეყნის დროებითი პრეზიდენტის, ოპოზიციონერი ხუან გუაიდოს განმარტებით, ვენესუელაში ჰუმანიტარული დახმარება ათობით ათას პირს სჭირდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button