“მაესტრო 24”- ახალი არხი იწყებს მაუწყებლობას

ტელეკომპანია “მაესტროს” ერთ-ერთი დამფუძნებლის ბაჩო კიკაბიძის განცხადებით, მის მფლობელობაში არსებულმა “მაესტრო 24”-მა ფუნქციონირება “TV 11”-ის სიხშირეზე დაიწყო.  რაც შეეხება ჟურნალისტების შეკითხვას, მოხდება თუ არა “მაესტრო 24”-ში ტელეკომპანია “მაესტროს” კადრების გადაყვანა, კიკაბიძის თქმით, გადასვლას შესთავაზებს ვისაც ექნება სურვილი და ვისაც ჩათვლის საჭიროდ.ამ გადაწყვეტილების ინიციატორები მამუკა ღლონტი და ბაჩო კიკაბიძე არიან.

ძმები გაჩეჩილაძეები კი ტელეკომპანიაში ჯერ არ გამოჩენილან. მაესტროს დირექტორის ბაია გადაბაძის განცხადებით, ტელეკომპანიის შენობა მაკა ასათიანის საკუთრებაა და გაჩეჩილაძეებს შიგნით არ შეუშვებენ. ამ მიზნით მაესტროში დაცვა გააძლიერეს.

ლევან გაჩეჩილაძე ტელეკომპანიაში მხოლოდ მას შემდეგ შევა, რაც ის სამეწარმეო რეესტრში დირექტორად ოფიციალურად გაფორმდება.
განცხადება ამის შესახებ, ადვოკატმა გააკეთა. ირაკლი კორძახიამ პროცედურები განმარტა, მისი თქმით საამისოდ საჭიროა ნოტარიუსის მტკიცება, რაც მოგვიანებით მაკა ასათიანსა და მამუკა ღლონტს უნდა გადაეგზავნოს. პროცედურები მეურვის თანხმობასა და რეესტრის მიმართვასაც ითვალისწინებს.

კორძახიას თქმით, მაკა ასათიანის მხარეს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანიის შენობა მისი საკუთრებაა, მოიჯარედ მაინც “მაესტრო” ითვლება და მას აქვს უფლება დაიცვას კომპანია ნებისმიერი პირისგან.

მსგავსი პოსტები

Back to top button