საქართველოსიახლეები

21 მლნ ლარი საგანგებო რეჟიმის დამრღვევებისთვის

პოლიციამ ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის 132 პირი დააჯარიმა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ყველაზე მეტი (109) საჯარიმო ქვითარი ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის გამოიწერა, მანქანით მგზავრთა წესების დარღვევით გადაყვანისთვის კი, – 10. გარდა ამისა, პოლიციამ შეკრების წესის დარღვევისთვის, 13 პირს გამოუწერა საჯარიმო ქვითარი. სულ ჯარიმების მოცულობა 327 ათასი ლარია.

31 მარტიდან დღემდე, სულ 7 ათასზე მეტი ჯარიმა გამოიწერა, თანხის საერთო მოცულობა კი, 21 მლნ ლარს აჭარბებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button