“მაესტროს” ლოგო გია გაჩეჩილაძეს დარჩა
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია მაესტროს ლოგო, გია გაჩეჩილაძეს მიეკუთვნა.
გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტახნის წინ მიიღო. საქმე ეხება ლოგოს გამოყენების უფლების ირგვლივ დავას, რომლის დაბრუნებასაც ტელეკომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბაჩო კიკაბიძე მოითხოვდა.
დღეს მოსამართლემ 2014 წლის 24 ოქტომბრის პარტნიორთა კრების ის ხელშეკრულება სცნო ბათილად, რომლის საფუძველზეც სტუდია მაესტროს 72% წილის მფლობელებმა ლოგო საკუთრებაში ბაჩო კიკაბიძეს გადასცეს. მოსამართლემ განაცხადა, რომ გენერალურ დირექტორს არ ჰქონდა უფლებამოსილება ოქმი გაეფორმებინა.
კიკაბიძის განცხადებით, სასამართლომ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთა შეასრულა. მისივე თქმით, ივანიშვილმა სასამართლოს მეშვეობით მას ინტელექტუალური საკუთრება წაართვა.