მაესტროს საკონტროლო პაკეტის მფლობელი გია გაჩეჩილაძე გახდა

ტელეკომპანია მაესტროს აქციების საკონტროლო პაკეტს ახალი მფლობელი ჰყავს.

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 1 თებერვლის საღამოს 21 საათსა 50 წუთზე სარეგისტრაციო წარმოება დაასრულა და ტელეკომპანია მაესტროს აქციების 55% უკვე მომღერალ გია გაჩეჩილაძის (უცნობი) სახელზეა გადაფორმებული.

მეწარმეთა რეესტრის ამონაწერით ირკვევა, რომ ტელევიზიის აქციების 55% ახლა უკვე გია გაჩეჩილაძე ფლობს, 25% მაკა ასათიანი, 15% მამუკა ღლონტი, ხოლო 5% ეკატერინე აკობია.

წილების გადანაწილებასთან ერთად ცვლილებები მოხდა სარეკლამო ბაზარზეც. მაესტროსა და ჯი დი ეს–ის სარეკლამო დრო ტელეკომპანია იმედმა შეიძინა და მასში 5 მილიონი გადაიხადა.

ტელევიზიის საკონტროლო პაკეტის მფლობელის შეცვლასთან დაკავშირებით ტელეკომპანია მაესტროში განცხადება დღეს გაკეთდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button