მაგდა ხარაიშვილი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება

28 დეკემბერს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომასთან, ავტოავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა ქალი, მაგდა ხარაიშვილი კომატოზურ მდომარეობაში “ქართულ- ჰოლანდიურ ჰოსპიტალში” იმყოფება.
ნათესავების განცხადებით, მისი მდგომარეობა მძიმეა.
რადიო ჰერეთთან, ახალგაზრდა ქალის ნათესავი, ნატო ჩოფაძე ამბობს, რომ პირველმა ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.
“ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალში, პირველი ოპერაცია წარმატებით ჩატარდა, ეხლა მიმდინარეობს მეორე ოპერაცია, მდგომარეობა მძიმეა , იმყოფება კომატოზურ მდგომარეობაში. პირველი ოპერაცია გვაძლევს იმედს, რომ დინამიკაში არ დამძიმდება. ამ ეტაპზე სხვას ვერაფერს გეტყვით”
ავტოსაგზაო შემთხვევა, 28 დეკემბერს, სოფელ შრომაში მოხდა.პოლიციის ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ. ჰერეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.
ახალგაზრდა ქალი “თიბისი ბანკის” ლაგოდეხის ფილიალში მუშაობდა.
“ილოცეთ მაგდასთვის” – ლაგოდეხში დაშავებული ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა მძიმეა