მაგდა პაპიძის განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო

ძალადობის შესახებ, შვილისა და ქმრის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის განცხადების საფუძველზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიებას პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, თბილისის პროკურატურა აწარმოებს. მაგდა პაპიძემ განაცხადა, რომ ადგილი ჰქონდა მის მიმართ პოლიციელთა მხრიდან ძალადობას, კერძოდ კი მას საპყრობილეში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფი მიახენეს.

ომბუდსმენის წარმომადგენლები შვილისა და ქმრის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძესთან საპატიმროში შევიდნენ. საპატიმროში შესვლა უკავშირდება ბრალდებულის გუშინდელ განცხადებას, რომ მასზე დაკავების შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა ფიზიკურად იძალადეს. მაგდა პაპიძისთვის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებულ სხდომაზე, მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა პროკურატურას დაავალა, რეაგირება მოახდინოს ბრალდებულის განცხადებაზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button