მაგდებურგის ზოოპარკში თეთრი ლომის ბოკვერები დაიბადნენ [Video]
მაგდებურგის ზოოპარკში თეთრი ლომის 4 ბოკვერი დაიბადა. ახლა ისინი წამოიზარდნენ და თითოეული მათგანი 7 კილოგრამამდე იწონის. ზოოპარკის თანამშრომლების ინფორმაციით, პატარებს დღე-ღამეში 22 საათი სძინავთ.
სპეციალისტების თქმით, ბოკვერების ბეწვის თეთრი შეფერილობა გენეტიკური დარღვევითაა გამოწვეული, რაც ველურ ბუნებაში იშვიათი მოვლენაა. ასეთი ინდივიდები მხოლოდ სამხრეთ აფრიკაში ბინადრობენ.
„თეთრ ლომებს ველურ ბუნებაში იშვიათად შეხვდებით. ცნობილია, რომ ამჟამად აფრიკაში მხოლოდ 10-20 ინდივიდი ბინადრობს“, – განაცხადა ზოოლოგმა კონსანტინ რუსკემ.
აღსანიშნავია, რომ 2013 წელს თეთრი ლომის 4 ბოკვერი თბილისის ზოოპარკშიც დაიბადა.