რეგიონისაქართველოსიახლეები

მაღალ ზონაში თოვლის საფარი ნახევარი მეტრია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ძლიერი ქარბუქის გამო, შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი -ახალციხის საავტომობილო გზის გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. კურორტ გოდერძამდე მოძრაობა თავისუფალია. დილიდან თოვს აჭარის მაღალმთიანეთში. ხულოს მუნიციპალიტეტში, დაბაში თოვლის საფარი ამ დროისთვის დაახლოებით 15 სანტიმეტრია, მაღალი ზონის სოფლებში კი, ნახევარი მეტრია.

უხვმა ნალექმა ამჯერადაც პრობლემები შექმნა ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ. შუქის გარეშეა დარჩენილი თხილვანის თემში შემავალი ოთხი სოფელი. ამ წუთებში მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. რაც შეეხება გზებს როგორც ხულოს მერიაში აცხადებენ, გაწმენდილია ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში მისასვლელი გზა. მუშაობს ყველა სასწავლო დაწესებულება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ82-კმ98 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მსგავსი პოსტები

Back to top button