მნიშვნელოვანისიახლეები

მაღალი ძაბვის ხაზზე ავარიის გამო ლაგოდეხში დენი გაითიშა

დღეს დილის 7 საათიდან ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება. რადიო ჰერეთის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო ელექტრო სისტემის მაღალი ძაბვის ხაზზე ავარიაა.

35 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი “აფენი”, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა ქალაქ ლაგოდეხის ნაწილს და სოფლებს: აფენი, ვარდისუბანი, ბაისუბანი.
ამ დროისთვის მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ელექტროენერგიის მიწოდება უმოკლეს ვადაში აღდგება.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს აღნიშნული შეფერხების გამო.

მსგავსი პოსტები

Back to top button