მაღალი ეკონომიკური ზრდის გამო ბიუჯეტის კორექტირებაც მოგვიწევს
ბიზნესსექტორში 737 000 დასაქმებული გვყავს დავითაშვილი

იმის გამო, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ბიუჯეტის კორექტირებაც მოგვიწევს. მეტი შემოსავლები დაუგროვდა ქვეყანას, ამიტომ, ამის თაობაზე მოგვიანებით პარლამენტს კორექტირებული ბიუჯეტის პროექტით მივმართავთ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, უკვე დაწყებულია მუშაობა 2024 წლის ბიუჯეტის პროექტზე.
„ასევე, ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა 2024 წლის ბიუჯეტზე. გვექნება საინტერესო ინიციატივები, პროექტები. მსხვილი პროექტების დაწყება არის დაგეგმილი, როგორიც არის ანაკლიის პორტის პროექტი, ასევე ახალი აეროპორტის პროექტირება და მშენებლობა გვინდა დავიწყოთ. დიდი პროექტების, ჰესების მშენებლობა გვინდა, რომ ჩვენი თანამონაწილეობით დავიწყოთ, როგორიც არის ხუდონის, ასევე ნამოხვანზე მიდის მუშაობა. ნენსკრაზე ჩვენ ბოლოში გავედით და უკვე მემორანდუმი გაფორმებულია. ველოდებით, რომ წლის ბოლოს, მაქსიმუმ 2024 წელს, ადგილზე სამუშაოები განახლდება, ეს არის ჩვენი გეგმა. ამას სჭირდება მშვიდობისა და სტაბილობის შენარჩუნება, რასაც მეტი კეთილდღეობა მოაქვს“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.
იანვარ-ივლისში ეკონომიკური ზრდა 7.2% -ია პრემიერის თქმით მაღალი ეკონომიკური ზრდა გრძელდება
“იანვარ-ივლისში ჩვენი ეკონომიკური ზრდა არის 7.2%. ინფლაცია, რომელიც გამოწვევა იყო, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, უნდა ითქვას, რომ ინფლაციის დასარეგულირებლად, დასაწევად, საკმაოდ ეფექტური ნაბიჯები გადავდგით და 0.9% არის ინფლაცია აგვისტოს თვეში, რაც, რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი მიღწევა, მაშინ, როდესაც გამოწვევად რჩება ჯერ კიდევ ევროპაში, ამერიკაში, მთელს განვითარებულ სამყაროში მაღალი ინფლაცია და მაღალი ფასები“, – ამბობს ღარიბაშვილი.
მისივე თქმით, ინფლაციის დასარეგულირებლად და დასაწევად მთავრობამ “საკმაოდ ეფექტური ნაბიჯები” გადადგა და აგვისტოში ინფლაცია 0.9%-ია.
„ძალიან მაღალი აქტივობა არის, ზოგადად, ბიზნეს სექტორში. მაგალითისთვის გეტყვით, რომ მეორე კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვა გაიზარდა 15%-ით და შეადგინა 48 მლრდ ლარი და ორ კვარტალში ჯამურად 92 მლრდ ლარს გადაცდა მთელი ბიზნეს სექტორის ბრუნვა, რაც ძალიან მისასალმებელია, იმიტომ, რომ ჩანს, ბიზნესი მოგვყვება, არის უფრო მეტი თავდაჯერებულობა, პროგნოზირებადობა, განჭვრეტადობა არის ქვეყანაში და ეს ჩვენ ყველაფერი, რა თქმა უნდა, უნდა შევინარჩუნოთ, მაღალი ტემპებით უნდა გავაგრძელოთ ზრდა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერი მევენახეების პრობლემებსაც გამოეხმაურა და კახელ გლეხებს დაპირდა, რომ არც ერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი და სახელმწიფო, მათ შორის დასეტყვილ და დაზიანებულ ყურძენს 90 თეთრად ჩაიბარებს:
„ჩვენ რამდენიმე კვირის წინ შევიკრიბეთ დს განვაცხადეთ, რომ სუბსიდიას შევინარჩუნებდით. ასევე ვთქვით, რომ დაზიანებულ ყურძენს სახელმწიფო ჩაიბარებდა 90 თეთრად. იცით, რომ რამდენიმე დღის წინ ძლიერი სეტყვა მოვიდა კახეთში. დაისეტყვა ვენახები, ხალხს გამზადებული ჰქონდა ყურძენი ჩასაბარებლად და სამწუხაროდ, სეტყვა მოვიდა, მაგრამ ამის მიუხედავად, მინდა მკაფიოდ განვაცხადო და დავამშვიდო ჩვენი ძვირფასი მოქალაქეები, რომ არც ერთი კილოგრამი დაზიანებული იქნება, დასეტყვილი თუ ჩვეულებრივი ყურძენი, არ დარჩება ჩაუბარებელი. სახელმწიფო ჩაიბარებს 90 თეთრად, მათ შორის დასეტყვილ ყურძენს. ეს მინდოდა, მკაფიოდ მეთქვა.
ასევე რამდენიმე კონკრეტული შედეგი მინდა შევახსენო საზოგადოებას, მათ შორის, ჩვენს კრიტიკოსებს მინდა შევახსენო, თუ სად ვიყავით 10 წლის წინ, რა ხდებოდა ამ სექტორში, რა მდგომარეობა იყო. მაშინ ქვეყანაში 40 ღვინის კომპანია არსებობდა. დღეს არის 2500 მეგობრებო. ასევე გეტყვით, რომ ვენახების ფართობები მთლიანად შეადგენდა 25 000 ჰექტარს დაახლოებით. ბოლო 10 წელიწადში ვენახების ფართობები გაორმაგდა. ჯამურად ქვეყანაში 50 000 ჰექტარი ვენახის ფართობია გაშენებული.
შარშან 270 მილიონი ლარი მიიღო კახეთმა შემოსავლის სახით, მხოლოდ მევენახეებმა და ადამიანებმა, რომლებიც ჩართულები არიან ამ სფეროში. შედარებისთვის, თუ ამას ავიღებთ, რა ხდებოდა 2012 წელს – მაშინ შემოსავალი იყო 35-40 მილიონი ლარი, მაქსიმუმ. ჯამში, 10 წელიწადში, 2 მილიარდ ლარზე მეტი მიიღეს შემოსავლები კახეთის მევენახეებმა და ფერმერებმა. ეს რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სხვაობაა. ჩვენ თუ ამას შევადარებთ, ჩვენმა მევენახეებმა მიიღეს 2 მილიარდი კახეთში და მანამდე, წინა ხელისუფლების დროს შეიძლება ჯამურად 200 მილიონ ლარზე მეტი არ ყოფილიყო 10 წელიწადში მათი მმართველობის დროს შემოსავალი. რაც რა თქმა უნდა, ჩანს, რომ 10-ჯერ მეტი სხვაობა არის ჩვენ დროს და ეს შემთხვევით არ მომხდარა. ეს არის ჩვენს მიერ სწორად დაგეგმილი და გააზრებული პოლიტიკა, დახმარებები, სუბსიდია. უამრავი პროგრამა, რომელიც მუშაობს დღემდე.
ასევე მინდა შევახსენო ჩვენს საზოგადოებას, მინდა მოვუწოდო ჩვენს მევენახეებს, აუცილებელია აგრო დაზღვევის პროგრამაში ჩართულობა. ჩვენ შარშან გვქონდა თუ არ ვცდები, 50%-იანი თანადაფინანსება და ჩვენ ეს გავზარდეთ 70%-მდე. ანუ 70% არის ჩვენი თანადაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან. რა თქმა უნდა, ეს არის აუცილებელი გასაკეთებელი.
ასევე ერთ მონაცემს მოგახსენებთ – შარშან რეკორდული რაოდენობის, – 103 მილიონი ლიტრი ღვინო გაიყიდა. აქედან ასეულობით მილიონი დოლარის შემოსავლები შემოდის ქვეყანაში და ჩვენს მოქალაქეებს ეძლევათ საშუალება მეტი8 განვითარების, მეტი გამდიდრების და ა.შ. ასევე შედარებისთვის მინდა აღვნიშნო, 10 წლის წინ დაახლოებით 20-30 მილიონი ლიტრი იყიდებოდა. ეს არის რეალობა, ჩვენ ამ პოლიტიკას შევინარჩუნებთ, გავაძლიერებთ, კიდევ მეტ დახმარებას გამოვუყოფთ ჩვენს მევენახეებს, ფერმერებს. ეს მინდოდა მეთქვა ჩვენი მევენახეებისთვის, რომ სანერვიულო არაფერი არ აქვთ, სახელმწიფო ჩაიბარებს 90 თეთრად დასეტყვილ და დაზიანებულ ყურძენს, ასე, რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად“, – განაცხადა პრემიერმა.
პრემიერმინისტრის თქმით, ქუთაისის აეროპორტში მალე იქნება მილიონი მგზავრი, ამიტომ ქუთაისს შესაბამისი ყურადღების მიქცევა სჭირდება.
“აეროპორტებში გაზრდილია და უნდა ითქვას, რომ ისტორიულ მაქსიმუმზეა მიახლოებული მგზავრთა ნაკადი, ქუთაისის აეროპორტში მაგალითად. რეისების რაოდენობა გაზრდილია, ყველა მიმართულებით ათეული რეისებია დამატებული. ქუთაისის აეროპორტში, ჩვენ გვქონდა ამის თაობაზე განხილვა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უნდა მოხდეს დაგრძელება და ახალი ასაფრენ- დასაფრენი ბილიკის დაპროექტება და მშენებლობა. უნდა მოხდეს 3500 მეტრამდე, ანუ 3,5 კილომეტრი იქნება ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი. კიდევ უფრო კარგად მოეწყობა ინფრასტრუქტურა. ეს აუცილებელი გასაკეთებელია. ქუთაისში ალბათ მალე იქნება მილიონი მგზავრი, მალე მიაღწევს მილიონ მგზავრს, ამიტომ ქუთაისს შესაბამისი ყურადღების მიქცევა სჭირდება. ამ პროექტირებას ეხლა დავიწყებთ ჩვენ და 18 თვეში იქნება უკვე გაკეთებული, დასრულებული ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და შესაბამისი ინფრასტრუქტურაც“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილის განცხადებითვე, თელავის ისტორიული აეროდრომის ადგილზე ახალი, თანამედროვე ახალი აეროპორტი აშენდება და ქვეყანას ჯამში 6 თანამედროვე აეროპორტი ექნება:
„კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც დღეს განვიხილავთ და მოვიწონებთ, ეს არის თელავის აეროპორტი. თელავში, მოგეხსენებათ, რომ იყო ისტორიული აეროდრომი და გვინდა, რომ ამ ადგილას მოვაწყოთ, ავაშენოთ ახალი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ახალი აეროპორტი, შეიქმნას თელავის აეროპორტი. ჩვენ პროექტირება- მშენებლობას წელსვე დავიწყებთ და მინდა, რომ პირველი მგზავრი აეროპორტმა მიიღოს უკვე 2024 წლის მაის-ივნისში, დაახლოებით. ძალიან მალე დასრულდება. გამოყოფილი არის დაახლოებით 25 მილიონი ლარი, 25-30 მილიონი ლარი დაჯდება ეს პროექტი. ეხლა მთავარი იდეა რაში მდგომარეობს, რომ ჩვენ სრულიად განვაახლებთ, 1700 მეტრამდე დაგრძელდება ასაფრენ- დასაფრენი ზოლი, მოეწყობა თანამედროვე სანავიგაციო სისტემები, ზოგადად მთელი ინფრასტრუქტურა განახლდება და შეიქმნება ახალი საპარკინგე ადგილები, მგზავრებისთვის კომფორტული სივრცეები. თანამედროვე აეროპორტი ექნება თელავს. ეს ნიშნავს იმას, რომ არა მხოლოდ ჩვენს მოქალაქეებს, არამედ ტურისტებს შეეძლებათ დღის განმავლობაში კომფორტულად იფრინონ, გადაადგილდნენ თელავიდან ბათუმის მიმართულებით, მესტიის, ამბროლაურის მიმართულებით, ქუთაისის მიმართულებით. აუცილებელია შიდა რეისების, შიდა ავიაციის განვითარება. ამ მიზნით მთავრობას გამოყოფილი აქვს, რამდენიმე წელია ვეხმარებით ადგილობრივ კომპანიებს და კიდევ უფრო გავაფართოებთ ამ მიმართულებას და ჯამში, ქვეყანაში იქნება 6 თანამედროვე აეროპორტი. თელავში აეროპორტი კიდევ უფრო დამატებით მიზიდულობას შექმნის ტურისტებისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის, კიდევ უფრო კომფორტული გახდება და უფრო სწრაფად მოხდება გადაადგილება“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი შარშან 4,5 მილიარდი დოლარი იყო, წელს მეტს ველოდებით, ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა ნაკადი ისტორიულ მაქსიმუმთან არის მიახლოებული და გადავწყვიტეთ, რომ ასაფრენ-დასაფრენი ზოლი 3,5 კმ-მდე დავაგრძელოთ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ქუთაისის აეროპორტის პროექტირება უკვე იწყება და 18 თვეში დასრულებული იქნება
“ტურიზმი აქტიურად ვითარდება. ჩვენ შარშან გვქონდა 4,5 მილიარდი დოლარის შემოსავლები. წელს კიდევ უფრო მეტს ველოდებით. ასევე მინდა ვთქვა, რომ აეროპორტებში გაზრდილია და უნდა ითქვას, რომ ისტორიულ მაქსიმუმზეა მიახლოებული მგზავრთა ნაკადი, ქუთაისის აეროპორტში მაგალითად. რეისების რაოდენობა გაზრდილია, ყველა მიმართულებით ათეული რეისებია დამატებული. ქუთაისის აეროპორტში, ჩვენ გვქონდა ამის თაობაზე განხილვა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უნდა მოხდეს დაგრძელება და ახალი ასაფრენ- დასაფრენი ბილიკის დაპროექტება და მშენებლობა. უნდა მოხდეს 3500 მეტრამდე, ანუ 3,5 კილომეტრი იქნება ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი. კიდევ უფრო კარგად მოეწყობა ინფრასტრუქტურა. ეს აუცილებელი გასაკეთებელია.
ქუთაისში ალბათ მალე იქნება მილიონი მგზავრი, მალე მიაღწევს მილიონ მგზავრს, ამიტომ ქუთაისს შესაბამისი ყურადღების მიქცევა სჭირდება. ამ პროექტირებას ეხლა დავიწყებთ ჩვენ და 18 თვეში იქნება უკვე გაკეთებული, დასრულებული ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და შესაბამისი ინფრასტრუქტურაც,” – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ჯამში, ბიზნესსექტორში 737 000 დასაქმებული გვყავს. ეს ყველაზე მაქსიმუმია, რაც კი ოდესმე გვყოლია, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში დასაქმებულთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება თითქმის, 18%-ით გაიზარდა და 1914 ლარი შეადგინა.
დავითაშვილის განცხადებით, ივლისის თვეში, ეკონომიკური ზრდა 5.5% იყო. მიმდინარე წელს კი მთლიანობაში, ეკონომიკურმა ზრდამ 7.2% შეადგინა.
„ძირითადი ფაქტორი, რის გამოც უფრო მეტი ზრდა არ გვაქვს, იცით, რომ მიმდინარე წელს კრიტიკულ მინერალებზე შედარებით დაბალი ფასები არის, რაც ექსპორტზე აისახება. ძირითადად, ეს არის ადგილობრივ ექსპორტთან დაკავშირებული საკითხები. დამატებით რომ გვქონდეს ექსპორტში ის კონიუნქტურა, რაც გასულ წელს იყო, რა თქმა უნდა, ჩვენ უფრო მეტი ზრდა გვექნებოდა. ჩვენი პროგნოზით, ექსპორტის ამ ნაწილში გაუმჯობესებას წლის მეოთხე კვარტალში ველოდებით და იმედი გვაქვს, რომ ეკონომიკური ზრდა დაგეგმილზე კიდევ უფრო მაღალი შენარჩუნება,“ – განაცხადა ჯამში, დავითაშვილმა.