მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

მაღალია ალბათობა რომ პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება ხდება-ლომჯარია

სუს-ის მიერ სასულიერო პირების შესაძლო თვალთვალსა და ინფორმაციის შესაძლო გაჟონვის ფაქტს ეხმაურება სახალხო დამცველი.

„ის ფაქტი, რომ სუს-ს აქვს შესაძლებლობა და არ არსებობს მასზე კონტროლის ეფექტური მექანიზმი, რომ დავიცვათ თავი ჩვენს პირად ცხოვრებაში მათი უკანონო ჩარევისგან, ესაა ფაქტი და ამაზე სახალხო დამცველი საუბრობს. ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოში გვაქვს გასაჩივრებული დღევანდელი მოსმენების მექანიზმი. მაღალია ალბათობა, რომ მოსმენები და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება ხდება”, – აცხადებს ნინო ლომჯარია.

შეგახსენებთ, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ფაილები, რომლებიც, სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ არის შექმნილი და ასახავს სასულიერო პირების, მათთან დაკავშირებული ადამიანების პირად ცხოვრებასა და კავშირებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button