“მაღალმთიანი დასახლების სტატუსი 1600-მდე დასახლებულ პუნქტს მიენიჭება”

მაღალმთიანი დასახლების სტატუსი 1600-მდე დასახლებულ პუნქტს მიენიჭება და რამდენიმე თვის შემდეგ, ეს სია გაიზრდება, -ამის შესახებ მთის განვითარების ეროვნული საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს სოფლების 45% -ში, პირველი იანვრიდან საგადასახადო შეღავათების პაკეტი ამოქმედდება, ხოლო სოციალური შეღავათები – პირველი სექტემბრიდან.
სოციალურ შეღავათებზე 2016 წელს ჯამში დაიხარჯება 40 მლნ-მდე ლარი, ხოლო 2017 წელს ეს თანხა 80 მლნ-ს მიაღწევს.