მნიშვნელოვანისაქართველო

მაღაროელების პროტესტს მოსწავლეები შეუერთდნენ

მას შემდეგ, რაც 26 მაისს, ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებსა და ,,ჯორჯიან მანგანეზის” ხელმძთღვანელობას შორის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა, გაფიცულთა პროტესტს ქალაქის მაცხოვრებლები შეურთდნენ. სახალხო მსხვლელობაში, მონაწილეობას იღებენ სკოლის მოსწავლეებიც, რის გამოც ჭათურაში სასწავლო პროცესი შეწყდა. ასევე, ქალაქის მასშტაბით დაკეტილია მაღაზიები და სხვა ობიექტები, მათი თანამშრომლები კი მოშიმშილეებისთვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად, კარვების ქალაქთან მივიდნენ.

ჭიათურლების მოთხოვნა კომპანია ,,ჯორჯიან მანგანეზის” გაძევება და შექმნილი კრიზისის მოგვარებაში, მთავრობის ჩართვაა.

შეგახსენებთ, მაღაროელების შიმშილობა ჭიათურაში მე-13 დღეა გრძელდება, მათი მთავარი მოთხოვნები, ხელფასების ზრდა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა.

მსგავსი პოსტები

Back to top button