მაღაზიის მეპატრონის ინფორმაციით, მათ მაღაზიაზე თავდასხმა მოხდა

მაღაზიის მეპატრონის ინფორმაციით, მათ მაღაზიაზე სოფელ წინანდალში თავდასხმა მოხდა. დაზარალებულების განცხადებით, “რამდენიმე შეირაღებული პირი სუპერმარკეტში შეიჭრა. ისინი ობიექტის მფლობელსა და მის მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდნენ”.

დამტვრეულია მაღაზიის ინვენტარი და განადგურებულია პროდუქცია. გამოძიების წინასწარი მონაცემებით, მხარეებს შორის დაპირისპირება, მას შემდეგ დაიწყო, რაც მეპატრონემ თავდამსხმელთა ჯგუფს მაღაზიიდან პროდუქტების მოპარვის უფლება არ მისცა.

ეჭვმიტანილებმა მიმალვა შეძლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ჯგუფური ხულიგნობის მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button