სიღნაღის მუნიციპალიტეტმა 140 ათას ევროდ ორი ნაგავმზიდი და ასი კონტეინერი შეიძინა

სიღნაღის ადგილობრივმა თვითმმართველობამ მუნიციპალიტეტისთვის ორი ახალი ნაგავმზიდი მანქანა და ასი ნარჩენების კონტეინერი შეიძინა.

ახალი ნაგავზიდი მანქანები სიღნაღის უნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქ სიღნაღს 2017 წლიდან მოემსახურება, ხოლო ნარჩენების კონტეინერები ყველა სოფელში განთავსდება.

როგორც სამაუწყებლო კომპანია “ჰერეთს” სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა მალხაზ სიფრაშვილმა განუცხადა, ერთი ნაგავმზიდი უკვე ადგილზეა, მეორეს კი უახლოეს მომავალში ელოდებიან. ამისთვის მუნიციპალიტეტი სესხს იღებს, რომელიც 150 ათას ევროს შეადგენს. სესხის გადახდა 2019 წლიდან დაიწყება და 10 წელი გაგრძელდება.

ნაგავმზიდების და კონტეინერების შეძენას გეგმავს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობაც, თუმცა დაუჭერს თუ არა საკრებულო მხარს გამგებლის ინიციატივას ჯერ უცნობია. საკითხი საკრებულოს სხდომაზე უნდა გავიდეს.

მალხაზ სიფრაშვილი ხმა ►

მსგავსი პოსტები

Back to top button