მნიშვნელოვანისიახლეები
მაგთის მუშაობა ნაწილობრივ პარალიზებულია

საქართველოს ყველაზე მსხვილი სატელეკომუნიკაციო კომპანია “მაგთი” რამდენიმე საათი შეფერხებით მუშაობს.
ჯერ-ჯერობით უცნობია რა გახდა შეფერხების მიზეზი და როდის აღდგება სრულყოფილი ფუნქციონირება, თუმცა ცნობილია, რომ ტექნიკურ პრობლემაზე მუშაობა მიმდინარეობს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ მობილური სერვისების აბობენტების ნაწილს მაგთის მომსახურება შეფერხებით მიეწოდება.
“მაგთიკომის მომხმარებელთა ნაწილს მობილური სერვისი შეფერხებით მიეწოდება.
მიმდინარეობს ოპერატიული ტექნიკური სამუშაოები რათა უსწრაფესად აღდგეს სრულფასოვანი სერვისი.
ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.” – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც მაგთიმ გაავრცელა.
მაგთი საქართველოში 1996 წლის 12 თებერვალს დაფუძნდა,მაგთიკომის მფლობელები არიან ამერიკული კომპანიები:International Telcell Celular LLC და Telcell Wireless LLC. რომლის წილებს ასევე ფლობს გია ჯოხთაბერიძე.