კრიმინალიმნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

მაჰათმა განდის ძეგლი დაზიანებულია, მოპარეს სათვალე-კახი კალაძე

თბილისში მაჰათმა განდის ძეგლს სათვალე მოპარეს. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა.

მაჰათმა განდის ძეგლი უკვე დაზიანებულია, კერძოდ, მოხსნილია სათვალე, ძეგლს მოპარეს სათვალე, არ ვიცი რა უნდა ვთქვა ამაზე.ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი, რთულია მისცე ამ ყველაფერს შეფასება და კიდევ უფრო ძნელია იმის გააზრება, რომ ხშირად ვანდალიზმის ჩამდენი პირები არიან მოზარდები და მათ აგრესიულ ქცევას, ვანდალიზმს მშვიდად ადევნებენ თვალყურს უფროსები, რაც ძალიან მძიმეა და რა ვიცი, მინდა, ყველას ვთხოვო, გვერდში დაგვიდგნენ ამ მიმართულებით, – თქვა კალაძემ.

მაჰათმა განდის ძეგლი ვარკეთილში 10 ივლისს დადგეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button