მაია გივიშვილი – საკრებულოს ახალი წევრი ლაგოდეხში

ლაგოდეხის მუნციპალიტეტის საკრებულომ ახალი წევრის, მაია გივიშვილის უფლებამოსილება ცნო.

გივიშვილი ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში ნინო ბურჯანაძის “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” კვოტით შევიდა. გივიშვილმა დეუტატის მანდატი საკუთარი თანაგუნდელის საკრებულოდან გასვლის შემდეგ მიიღო.

როგორც რადიო “ჰერეთს” საკრებულოს ახალმა წევრმა განუცხადა, ის ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში აქტიურად ჩაერთვება. აღსანიშნავია, რომ მაია გივიშვილი ლაგოდეხის საკრებულოში, მეოთხე დეპუტატი ქალბატონია.

მსგავსი პოსტები

Back to top button