მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

მაია რჩეულიშვილი საპატიმროს ტოვებს

მაია რჩეულიშვილი საპატიმროს დღეს დატოვებს. რამდენიმე წუთის წინ, სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.

„ცენტრ პოინტის“ 11-წლიანი საქმე დახურულია.

უკვე ცნობილია, რომ ყველა დაზარალებული კუთვნილი ფართით კონკრეტულ ვადებში დაკმაყოფილდება.

მაია რჩეულიშვილი 2016 წელს დააკავეს მას თაღლითობაში ედებოდა ბრალი. მასთან ერთად დაკავებული იყო მისი და რუსუდან კერვალიშვილი, რომელმაც ციხე ამ წლის მარტში დატოვა.

გამოძიება მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს ამხანაგობა თაბუკაშვილი 88-ის კუთვნილი 11 მილიონზე მეტი ლარის მითვისებას ედავებოდა.

ამასთან, მაია რჩეულისშვილს 2019 წელს ე.წ. მიონის ეპიზოდზე სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მსგავსი პოსტები

Back to top button