მაია რჩეულიშვილს ქონება ჩამოართვეს

ცენტრპოინტის დამფუძნებელს და დირექტორს მაია რჩეულიშვილს 250 000 ლარის ღირებულების უძრავი ქონება ჩამოართვეს.

საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება დღევანდელ პროცესზე მიიღო. პროკურორის განცხადებით, მაია რჩეულიშვილმა გირაოს ღონისძიების პირობა დაარღვია და საგამოძიებო უწყებამ სწორედ ამიტომ მოითხოვა მისთვის ქონების ჩამორთმევა.

საუბარია 250 000 ლარზე, რომელიც ბრალდებულს ერთ-ერთ ეპიზოდზე გირაოს სახით ჰქონდა შეფარდებული. ახალი ბრალი პროკურატურამ რჩეულიშვილს რამდენიმე დღის წინ წაუყენა.

გამოძიება მაია რჩეულიშვილს ამჯერად 236 177 ლარის მითვისებას ედავება.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას” მიაჩნია, რომ მაია რჩეულიშვილის მიმართ პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხზე სასამართლომ ზედაპირულად იმსჯელა.

“მოსამართლეს გადაწყვეტილების დასასაბუთებლად კონკრეტული ფაქტები ან გარემოებები არ განუხილავს და არსებული საფრთხეების რელევანტურობაზე პოზიცია არ დაუფიქსირებია. მოსამართლემ მხოლოდ აღნიშნა, რომ ის მიზნები და დასაბუთება, რაც თავის დროზე გახდა პატიმრობის შეფარდების საფუძველი, ახლაც ძალაში იყო და არ არსებობდა ახალი არსებითი გარემოება, რომელიც აღკვეთის ღონისძიების შეცვლას გამოიწვევდა.“ – ნათქვამია საიას განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button