მნიშვნელოვანირეგიონი

თელავში, პროტესტის მიუხედავად, ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი, მაინც შენდება

თელავში, მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი, მაინც დაგეგმილ ადგილას შენდება.

მოედანი, რომლის მოსაწყობადაც, ყოფილი სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე, თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ ხეები მოჭრა, მალე დასრულდება.

ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც ხეების მოჭრას სამუშაოების დაწყების დღიდან აპროტესტებდა, ამბობს, რომ მოედნის მოსაწყობად, ხეები არ უნდა განადგურებულიყო.
” სპორტული მოედანი კარგია, ახალგაზრდებისა და ბავშვებისთვის, მაგრამ მწვანე საფარი არ უნდა განადგურებულიყო, წლები უნდა ხეების გაზრდას. აქ ადგილები საკმარისია, რომ მოედანი მოწყობილიყო”– თქვა რადიო ჰერეთთან, ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა, მოსახლეობის პრეტენზიას სამუშაოების დაწყებისთანავე უპასუხა და განაცხადა, რომ მოედნის მოწყობა, მისი

წინასაარჩევნო დაპირება იყო, ხეები კი, არ განადგურებულა.
მოედნის მოწყობის სამუშაოებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 163 794 ლარია გამოყოფილი.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,პარამეტრი“ ასრულებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button