“მაიდნის” სცენარის განვითარება საქართველოში არა მხოლოდ განიხილებოდა, არამედ ეს სცენარი მზადდებოდა კიდეც,,-ბოჭორიშვილი
ოცნების მთავარი მიზანია რომ ,,მაიდანი და მეორე ფრონტი ,, საქართველოში არ დაუშვან
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2025/02/MAKA-e1739292928604-780x470.jpg)
საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გარე ჩარევასა და საქართველოში კონკრეტული დონორების მხრიდან დესტაბილიზაციის გამომწვევი პროცესების დაფინანსებაზე ისაუბრა.
მიუღებელია, როდესაც ხდება ქვეყნის საშინაო პოლიტიკურ ცხოვრებაში ასე მძაფრად ჩარევა, – ამის შესახებ საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, მაკა ბოჭორიშვილმა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ბიუროს განცხადებაზე საუბრისას განაცხადა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობამ ეროვნულ დონეზე თავისუფალ და სამართლიან განმეორებით არჩევნებს უნდა გაუხსნას გზა და ადგილობრივი არჩევნები გადადოს.
ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოსთან მიმართებით “მაიდნის” სცენარის განვითარება არა მხოლოდ განიხილებოდა, არამედ ეს სცენარი მზადდებოდა კიდეც.
მინისტრის განცხადებით, ძალიან რთულია კომენტარის გაკეთება მაშინ, როდესაც, ერთი მხრივ, ევროპის საბჭოს სურს წარმოაჩინოს, რომ ოპოზიცია მთელი ერის სახელით საუბრობს და მთელი ქართველი ხალხის სახელით მოქმედებს და, მეორე მხრივ, თითქოს ოპოზიცია არ არის მზად, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში და დრო სჭირდება მხარდამჭერების მობილიზებისთვის.
მაკა ბოჭორიშვილმა ასევე ისაუბრა ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსის განცხადებებზე.
„შვედი პოლიტიკოსის მოწოდება, ჩარევის გარდა, არის კიდევ ერთხელ გამჟღავნება იმ სურვილების, რაც არსებობს კონკრეტული პოლიტიკოსების თავში საქართველოსთან მიმართებაში. ეს არის საქართველოში არეულობა, დესტაბილიზაცია, სხვადასხვა სცენარის განვითარება, რაც უკავშირდება ქვეყნის კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ წასვლას. მათ შორის არის „მაიდნის“ სცენარი, რომელიც არა მხოლოდ განიხილებოდა, არამედ მზადდებოდა კიდეც საქართველოსთან მიმართებაში“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ჩვენი მთავარი ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს, რომ არ დავუშვათ „მაიდნის“ გამეორება ჩვენს ქვეყანაში და არ დავუშვათ, რაც მთავარია, „მეორე ფრონტის“ გახსნა, რაც ასე უნდოდათ კონკრეტულ სუბიექტებს და როგორც ჩანს, უნდათ დღემდე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბაიში ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოში უკრაინიზაცია არ მოხდება.
„ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით იმაზე, რომ არ უნდა დავუშვათ საქართველოს უკრაინიზაცია, როდესაც ამ ფონზე კონკრეტული ქვეყნების წარმომადგენლები საუბრობენ “მაიდნის” სცენარის განვითარებაზე, ეს საინტერესო ანალიზის საფუძველს იძლევა. არც მაიდანი არ მოხდება საქართველოში და არ მოხდება უკრაინიზაცია. ხედავთ, რა მოუტანა ჩვენს მეგობარ ქვეყანას, უკრაინას რევოლუციამ, მაიდანმა და შემდეგ ომმა, რომელიც მოყვა ამ პროცესებს. ჩვენი მთავარი ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს, რომ არ დავუშვათ “მაიდნის” გამეორება ჩვენს ქვეყანაში და არ დავუშვათ, რაც მთავარია, მეორე ფრონტის გახსნა, რაც ასე უნდოდათ კონკრეტულ სუბიექტებს და როგორც ჩანს, უნდათ დღემდე”, – განაცხადა პრემიერმა.