მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

მაიკ პომპეომ საქართველო დატოვა

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტი დასრულდა. მან ქვეყანა უკვე დატოვა. ის ოფიციალურ ტურნეს ისრაელში გააგრძელებს. მაიკ პომპეოს თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ცოტა ხნის წინ აფრინდა.

პომპეომ ვიზიტები გამართა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასთან, პატრიარქ ილია მეორესთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. პომპეო არ შეხვდა ოპოზიციას

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, ყველა შეხვედრა დახურული იყო.

პომპეოს ვიზიტის პარალელურად ოპოზიციის წევრებმა, მათმა მხარდამჭერებმა და აქტივისტებმა მდუმარე აქციები გამართეს მესიჯით – არჩევნები გაყალბებულია.

პომპეო საქართველოს გუშინ, 17 ნოემბერს ეწვია.

მსგავსი პოსტები

Back to top button