ძლიერი მიწისძვრა ჩილეს სანაპიროსთან

ძლიერი მიწისძვრა ჩილეს სანაპიროსთან. ამერიკის გეოლოგიურმა სამსახურმა მიწისძვრის სიძლიერე ჯერ 6.6 მაგნიტუდით შეაფასა, შემდეგ კი 7.1-მდე გაზარდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის დედაქალაქ სანტიაგოსთან ახლოს, საზღვაო ქალაქ ვალპარაისოს სანაპირო ზოლიდან 135 კილომეტრში, 10 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა.

ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ, ცუნამის შესაძლო საფრთხის გამო, მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება გასცა, რომელიც მალევე გააუქმა.

Reuters-ის ცნობით, ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, 5,0 და 5,4 მაგნიტუდის ბიძგები დაფიქსირდა, რომელიც სანტიაგოს მოსახლეობამაც იგრძნო.

მსგავსი პოსტები

Back to top button