ოპოზიცია მაიკ პომპეოს მდუმარე აქციით დახვდება-რას ფიქრობენ ექსპერტები
ამერიკის სახელმწიფო მდივნის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, ოპოზიცია აქციებისთვის ემზადება
მაიკ პომპეოს შეხვედრების პარალელურად, პოლიტიკური პარტიები 18 ნოემბერს, ოპერის შენობიდან მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით, 2-მეტრიანი დისტანციის დაცვით მდუმარე აქციას გამართავენ და ამერიკელ მაღალჩინოსანს გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით ხმას ამ ფორმით მიაწვდენენ.
მაიკ პომპეოს ვიზიტის დროს თბილისის ქუჩებში ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ სახელმწიფო მდივნის გზავნილი საქართველოს ხელისუფლებისთვის მეტი დემოკრატია და სამართლიანი არჩევნები იქნება, შესაბამისად აქციები არანაირ პრობლემას არ ქმნის.
ანალიტიკოსთა მეორე ნაწილი კი დარწმუნებულია, რომ პომპეოს გზავნილს განსხვავებული დატვირთვა ექნება და ის ქვეყანაში დესტრუქციული ქმედებების დროულად დასრულებისკენ იქნება მიმართული.
ამერიკის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის შემდეგ კი, დღის წესრიგში 21 ნოემბრის მორიგი მასშტაბური აქციაა, რომელიც მეორე ტურის პარალელურად გაიმართება. დემონსტრანტები კიდევ ერთხელ იტყვიან უარს საპარლამენტო მანდატებზე და ახალი ადმინისტრაციის პირობებში, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.
შეგახსენებთ, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი საქართველოში, 17-18 ნოემბერს, 2 დღიანი ვიზიტით ჩამოდის.
მოვისმინოთ ოპოზიციიდან ზაალ უდუმაშილის,გიგი უგულავას სერგი ჩიხლაძის , კოტე კემულარიას, პაატა დავითაიას, ფიქრია ჩიხრაძის ხმები.
ანალიტიკოსების გიორგი რუხაძის ფა ვიქტორ ყიფიანის შეფასებები.