მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსულმა ძალებმა 28 იანვრის ღამეს უკრაინას „ Shahed-ის“ 8 დრონით და „ისკანდერ-მ“-ის რაკეტებით შეუტიეს

რუსულმა ძალებმა 28 იანვრის ღამეს უკრაინას „შაჰედის“ 8 დრონით და „ისკანდერ-მ“-ის რაკეტებით შეუტიეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

”მტერმა შეტევა სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებიდან (პრიმორსკო-ახტარსკი – რუსეთის ფედერაცია) Shahed-136/131-ის 8 უპილოტო საფრენი აპარატით და რუსეთის ფედერაციის ვორონეჟის ოლქიდან „ისკანდერ-მ“-ის ორი რაკეტით განახორციელა, S-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემიდან კი დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან“, – აცხადებენ საჰაერო ძალებში.

მათივე ინფორმაციით, პოლტავას, დონეცკის, ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში თავდასხმა განხორციელდა სამოქალაქო ობიექტებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე. წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმებს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთმა შეუტია ცენტრალურ პოლტავას რეგიონს ორი ბალისტიკური რაკეტით.

სამხრეთ-აღმოსავლეთით, ზაპორიჟიეს რეგიონში, გუბერნატორმა იური მალაშკომ განაცხადა, რომ ერთ-ერთი ობიექტს თავს დაესხნენ დრონით. მალაშკოს ზარალისა და მსხვერპლის შესახებ დეტალებზე არ უსაუბრია.

კიევის მტკიცებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამით რუსეთის მიერ გაშვებული რვა რაკეტიდან ოთხი გაანადგურეს.
წინასწარი მონაცემებით, ბალისტიკური დარტყმის შედეგად არავინ დაშავებულა ან დაღუპულა.
რუსმა ოკუპანტებმა ღამით დონეცკის ოლქის ქალაქი მირნოგრადი დაბომბეს, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა. მათ შორის, ერთი 15 წლის ბავშვია.

როგორც დონეცკის საოლქო პროკურატურა წერს, დაზიანდა 14 მრავალბინიანი კორპუსი, სასწავლო დაწესებულება და 9 მანქანა.
დონეცკის საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, ოკუპანტებმა ქალაქზე იერიში დაახლოებით 01:30 საათზე მიიტანეს.

“01:30 საათზე რუსეთის ჯარებმა სარაკეტო იერიში განახორციელეს მირნოგრადის საცხოვრებელ ზონაზე. საკუთარ სახლებში ყოფნისას 15 წლის ბიჭმა და 35 წლის კაცმა დაზიანებები, ჭრილობები და სისხლჩაქცევები მიიღეს. მათ მეზობელს კი ექიმებმა თავის ტვინის დაზიანება დაუდგინეს,” – ნათქვამია პროკურატურის განცადებაში.
მედიის ცნობით, რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა პოლტავის ოლქზე, კრემენჩუგის რაიონში მდებარე სამრეწველო ობიექტზე, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა.

უკრაინული მედია წერს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ფრონტზე უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და რუსებს შორის 79 სამხედრო შეტაკება მოხდა. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბრძოლა მიმდინარეობს კუპიანსკის, ლიმანის, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში.

მსგავსი პოსტები

Back to top button