მაიმუნს გონების ძალით ტექნიკის მართვა ასწავლეს [Video]

მეცნიერებმა მაიმუნს, ნეირო-კომპიუტერული ინტერფეისის მეშვეობით, გონების ძალით რობოტიზებული შეზღუდული შესაძლებლობების პირთა ეტლის მართვა ასწავლეს. მომავალში ეს ტექნოლოგია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს ცხოვრებისეულ კომფორტს გაუუმჯობესებს, – გვაცნობებს გამოცემა Nature Scientific Reports.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ტექნოლოგია იმ ადამიანებს დაეხმარება, რომლებიც დამბლით, კუნთოვანი დისტროფიით იტანჯებიან და რომელთაც შეზღუდული შესაძლებლობების პირთა ეტლის დამოუკიდებლად მართვა არ შეუძლიათ.

გამოცემის ინფორმაციით, გამოკვლევის ავტორები დიუკის ინივერსიტეტთან (აშშ, ჩრდილოეთ კაროლინა) არსებული მიგელ ნიკოლელისის ლაბორატორიის სპეციალისტები არიან.

მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ მათ მაიმუნებს პროტეზების მართვა უკვე ასწავლეს, ახალ ექსპერიმენტში კი ნეიროინტერფეისის მუშაობა გამოსცადეს, რომელიც მთელი სხეულის მოძრაობის გაკონტროლების საშუალებას იძლევა.

მსგავსი პოსტები

Back to top button