სპორტი
მაკედონია პირველია, რომელიც კლუბში ჩარჩა; ჰოლანდია პირველ ადგილს ინარჩუნებენ
C ჯგუფის მეორე ტურში ნიდერლანდების ნაკრებმა „კრუიფ არენაზე“ ავსტრია მიიღო და ანგარიშით: 2:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით ფრანკ დე ბურის გუნდმა მერვედფინალის საგზური ჯგუფში პირველი ადგილით გაინაღდა.
ამავე ჯგუფის მეორე შეხვედრაში უკრაინის ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიას 2:1 მოუგო და პირველი ქულა მოიპოვა. მაკედონია კი პირველი ნაკრებია მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ტურნირს დროზე ადრე ოფიციალურად გამოეთიშა.
ორი ტურის შემდეგ ნიდერლანდებს 6 ქულა აქვთ. შევჩენკოს გუნდს და ავსტრიას 3-3 ქულა; ჩრდილოეთ მაკედონია კი 0 ქულით ბოლო, მეოთხე ადგილზეა.
ნიდერლანდების და ავსტრიის მატჩში საუკეთესო ფეხბურთელად მასპინძელი ფრენკი დე იოგი დასახელდა. ცუდი თამაშით კი ავსტრიის ნაკრების კაპიტანი დავიდ ალბა გამოირჩა.