მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მაკეევკაში მდებარე რუსულ ბაზაზე 89- ოკუპანტი მოკვდა

უკრაინელი სამხედროების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ მაკეევკაში განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიღუპა 89 რუსი სამხედრო. ამის შესახებ წუხელ განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ. მანამდე მას დადასტურებული ჰქონდა 63 სამხედრო მოსამსახურის სიკვდილი.

რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო-პოლიტიკური სამმართველოს უფროსის მოადგილის, გენერალ-ლეიტენანტ სერგეი სევრიუკოვის თანახმად, დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა ნანგრევებისგან ტერიტორიის გაწმენდის შემდეგ. რუსი გენერლის ინფორმაციით, დაღუპულთა შორისაა პოლკის მეთაურის მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი ბაჩურინი.

სევრიუკოვის განცხადებით, მაკეევკაში მომხდარი ფაქტის გარემოებებს სპეციალური კომისია იძიებს და დამნაშავე თანამდებობის პირები პასუხს აგებენ. ამასთან, რუსი გენერლის თქმით, უკვე ცხადია, რომ მთავარი მიზეზია აკრძალვის მიუხედავად პირადი შემადგენლობის მიერ მობილური ტელეფონების მასობრივად გამოყენება. რუსული მხარე ირწმუნება, რომ უკრაინელმა სამხედროებმა სწორედ ამიტომ შეძლეს სარაკეტო დარტყმისთვის ზუსტი კოორდინატების განსაზღვრა.

გენერალ სევრიუკოვის მტკიცებით, რუსი სამხედროების საპასუხო შეტევის შედეგად განადგურებულია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, რომელიც უკრაინელებმა მაკეევკაზე დარტყმისთვის გამოიყენეს.

პროფტექნიკური სასწავლებლის შენობის ნანგრევები დონეცკის ოლქის ოკუპირებულ ქალაქ მეკეევკაში. აფეთქება მოხდა 2023 წლის 1 იანვარს, ღამით. რუსეთის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა HIMARS-ის სისტემის რაკეტები ისროლეს.

სასწავლებლის საცხოვრებელში, დარტყმის დროს დისლოცირებულები იყვნენ: რუსეთის შეიარაღებული ძალების პრივოს სამხედრო ძალების მე-20 სპეცდანიშნულების რაზმის 24 სამხედრო მოსამსახურე; რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების კომუნიკაციების 360-ე სასწავლო პოლკის 20 სამხედრო მოსამსახურე (სამხედრო ნაწილი 5204); რუსეთის შეიარაღებული ძალების სარაკეტო ჯარების და არტილერიის BP 631-ე რეგიონული სასწავლო ცენტრის 242 სამხედრო მოსამსახურე.

როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, უკრაინამ დარტყმა ექვსი დარტყმა HIMARS-ით განახორციელა. თავდაპირველად, თავდაცვის სამინისტროს შეტყობინებაში ასევე იყო მითითებული, რომ დარტყმა განხორციელდა “რუსეთის შეიარაღებული ძალების მობილიზებული სამხედროების ადგილმდებარეობაზე”, მაგრამ მოგვიანებით მობილიზებულებზე მინიშნება გაქრა.

ამასთან, უკრაინული მხარე სრულიად განსხვავებულ ციფრებს ასახელებს. უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების ოფისის ტელეგრამის არხი ირწმუნებოდა, რომ ახალი წლის ღამეს მაკეევკაში 400-მდე მობილიზებული რუსი დაიღუპა და 300-მდე დაიჭრა.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვა დონეცკის ოლქის ქალაქ მაკეევკაში, რუსი სამხედროების მიერ დაკავებული ობიექტის ნგრევის მასშტაბიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით ვარაუდობს, რომ საცხოვრებლის გვერდით ინახებოდა საბრძოლო მასალები და უკრაინელების სარაკეტო დარტყმამ მათი აფეთქებაც გამოიწვია. ბრიტანული დაზვერვა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ შენობა მთლიანად დანგრეულია. ასევე, იმ გარემოებაზე, რომ ობიექტი მდებარეობდა 12.5 კილომეტრის დაშორებით ფრონტის ხაზის ავდეევკის მონაკვეთიდან, სადაც განსაკუთრებით დაძაბული სიტუაციაა.

ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურის თანახმად, რუს სამხედროებს უკრაინაში ომის დაწყებამდეც ჰქონდათ საბრძოლო მასალების უსაფრთხოდ შენახვის პრობლემა, მაგრამ მაკეევკის ინციდენტი აჩვენებს, როგორ უწყობს ხელს არაპროფესიონალიზმი რუსეთის დიდ დანაკარგებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button