მაკგი და ზაზა კვლავ გუნდელები არიან

28 წლის კალათბურთელი ჯევაილ მაკგი გასულ სეზონში ზაზა ფაჩულიასთან ერთად “დალას მავერიკსში” თამაშობდა. მაკგიმ თავი დიდად ვერაფრით გამოიჩინა.მატჩები ტრავმის გამო გამოტოვა, დაბრუნების შემდეგ კი საუკეთესო შედეგად 13 ქულა და 11 მოხსნა ჰქონდა. ივლისში ტეხასელებმა ჯევაილი დაითხოვეს. ახალი სეზონის წინ მაკგი “გოლდენ სტეიტმა” აიყვანა – ოკლენდელებმა მასთან 940 ათას დოლარიანი არაგარანტირებული კონტრაქტი გააფორმეს. ასე რომ, ფაჩულია და მაკგი კვლავ თანაგუნდელები გახდნენ.  “გოლდენ სტეიტის“ ბოლო საგამოფენო მატჩში “ლეიკერსის“ წინააღმდეგ ჯევაილ მაკგიმ 14 წუთში 12 ქულა გააკეთა და ფარიდან ასხლეტილი ბურთი ოთხჯერ მოხსნა.

მსგავსი პოსტები

ასევე ნახე
Close
Back to top button