მახინჯაურში ორი მამაკაცის გვამი იპოვეს

მახინჯაურში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, ორი მამაკაცის გვამი იპოვეს.

ინფორმაციას ბათუმელები ავრცელებს. შს სამინისტროში შეტყობინება დაახლოებით საათნახევრის წინ შევიდა. ადგილზე გამოძახებული იყო სასწრაფო სამედიცინო სამსახურიც.

პირველადი მონაცემებით გარდაცვლილებს ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ. ჯერ-ჯერობით უცნობია გარდაცვალების დროც.

გამოძიება 115-ე მუხლით – თვითმკვლელობამდე მიყვანა – დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button