მნიშვნელოვანისაქართველო

მაკო გომურს დაზარალებულის სტატუსი ამ დრომე არ აქვს

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ცნობით, 20-21 ივნისის ღამის მოვლენებთან დაკავშირებით, აქციის მონაწილეზე მეტი სამართალდამცავია დაზარალებულად ცნობილი. საია ინფორმაციას გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყებიდან მიღებული ცნობის თანახმად, შსს-ში 2 საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, რომლის ფარგლებშიც აქციის 17 მონაწილეს წარედგინა ბრალი, დაზარალებულად კი 67 სამართალდამცავი ცნეს.

გენერალური პროკურატურის გამოძიების ფარგლებში ბრალდება წარედგინა შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 თანამშრომელს, ხოლო შსს-ს თანამშრომელთა მხრიდან შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით დაზარალებულად ცნობილია აქციის 4 მონაწილე. მათ შორის აღ არის მაკო გომური, რომელმაც თავლი დაკარგა.

საია განცხადების თანახმად, გრძელდება 20-21 ივნისის მოვლენების შესწავლა. ორგანიზაცია სამართლებრივ შეფასებას უახლოეს პერიოდში წარადგენს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვის პასუხად – უთხრა თუ არა უარი მას შეხვედრაზე მაკო გომურმა, რომელმაც 20-21 ივნისის ღამით აქციის დარბევისას თვალი დაკარგა, – უპასუხა, რომ ასეთი თხოვნით მაკო გომურისთვის არ მიუმართავს.

„არა, ასეთ თხოვნით არ მიმიმართავს, შეიძლება მივმართო, სურვილი როგორც კი მექნება, მაშინვე განვაცხადებ“, – უპასუხა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს, ბიზნესთან სექტორული შეხვედრების ფარგლებში ტურიზმის სფეროს წარმომადგენლთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მიცემულ კომენტარში. მან ასევე უპასუხა შეკითხვას, რატომ არ აქვს მაკო გომურს ამ დრომდე დაზარალებულის სტატუსი: „დაზარალებულად ცნობას აქვს თავისი პროცედურები და როგორც კი დასრულდება, ის იქნება დაზარალებულად ცნობილი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button