მალაიზიაში ადამიანის სახიანი თიკანი დაიბადა [Photo/video]

მალაიზიის ფერმაში ადამიანის სახიანი თიკანი დაიბადა, – გვაცნობებს გამოცემა The Week.

ადგილზე მისულმა ვეტერინარებმა ანომალია ვერაფრით ახსნეს. თხა 63 წლის ფერმერმა, იბრაჰიმ ბასირმა ამშობიარა.

“თიკანი ბეწვიან ბავშვს უფრო ჰგავდა, ვიდრე თხას. მას დინგის ნაცვლად ადამიანის მსგავსი ცხვირი და თვალები ჰქონდა”, – განაცხადა ბასირმა.

თიკანი დაბადებისთანავე მოკვდა. იგი ფერმერმა მეცნიერებს გამოსაკვლევად გადასცა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ანომალიები არც თუ ისეთი იშვიათი მოვლენა ყოფილა. მსოფლიოში რამდენიმე მსგავსი შემთხვევა მოხდა. მაგალითად 2 წლის წინ ინდოეთში ანალოგიური ანომალია დაფიქსირდა, როცა თხამ ადამიანის მსგავსი უბეწვო თიკანი გააჩინა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”34417″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button