მალე Facebook-ზე ღილაკი „Dislike” გამოჩნდება

Facebook-ს ახალი ფუნქცია „დისლაიქი“- დაემატება – განაცხადა მარკ ცუკერბერგმა.

„ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის მომხმარებლებმა კომპანია Facebook-ს თხოვნით არაერთხელ მიმართეს. ხანმოკლე დისკუსიის შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ ახალი ფუნქცია შემოგვეღო. ვფიქრობ, მომხმარებლისთვის არაპოზიტიური ინფორმაციის დალაიქება არაკომფორტულია, “ – დასძინა ცუკერბერგმა.

“ხალხი დიდი ხანია ითხოვს “დისლაიქის” ღილაკს… დღეს ის დღეა, როდესაც შემიძლია ვთქვა, რომ ამაზე ვმუშაობთ და მალე ვიქნებით მზად ახალი დამატების გამოცდისთვის. ჩვენ არ გვინდა უბრალოდ “დისლაიქის” ღილაკის დამატება, იმიტომ, რომ არ გვინდა “ფეისბუქი” ფორუმად გადაიქცეს, სადაც ხალხი პოსტებს იწონებს, ან არ იწონებს. ეს არ არის ჩვენი მიზანი. მაგრამ თქვენს მეგობრებს და ადამიანებს სურთ ჰქონდეთ შესაძლებლობა გამოხატონ, რომ ისინი ხვდებიან და გითანაგრძნობენ”, – განაცხადა ცუკერბერგმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button