პოლიტიკარეგიონისაქართველოსიახლეები

მალხაზ ჯალაღონია მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს

“ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის მაჟორიტარი კანდიდატი მალხაზ ჯალაღონია მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს.

ამის შესახებ მან დღეს ჟურნალისტებს სპეციალურ ბრიფინგზე განუცხადა.

“ივანიშვილმა კიდევ ერთხელ მოპარა ქართველ ხალხს მომავალი. ეს არის ადამიანი, რომელსაც არ აინტერესებს ხალხის აზრი და ბედი, მას არ აინტერესებს არც დასავლეთის აზრი, მან იცის მხოლოდ ერთი ენა – რუსული და ამ ენაზე გაცემული ბრძანებები კრემლიდან. ის ყოველთვის მოახერხებს საქართველოში იპოვოს ღარიბი ადამიანები, რომელთა მოსყიდვა და დაშინება მას არ გაუჭირდება. ალბათ ერთი 2- 30 წლის მერე თავზე დაგვასვამს თავის ერთ-ერთ შვილს. ასე რომ, ჩვენ სხვა იარაღი გვაქვს, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ამომრჩევლების ხმები. თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ ახლა, შემდეგ არჩევნებზე ჩვენი ამომრჩეველი არ გამოვა. ისინი არჩვნებამდე გვეუბნებოდნენ ჩვენ, რომ ჩვენ ხმებს მოგცემთ თქვენ, მაგრამ ეს ხმები თქვენ უნდა დაიცვათ. ჩვენ არ მივცემთ ივანიშვილს იმის უფლებას, რომ საბოლოოდ დასაამაროს სახელმწიფოებრიობა და საქართველო გახადოს რუსეთის გუბერნია. ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ამომრჩევლების ხმებს.”- განაცხადა ჯალაღონიამ.

რაც შეეხება ჟურნალისტების კითხვას, მეორე ტურთან დაკავშირებით, მან განაცხადა, რომ მეორე ტურში მოგება იმ პირობებში, რა პირობებშიც ატარებს მას ცესკო და რა მდგომარეობაც ქვეყანაშია, მას ეს გამარჯვება გაუჭირდება.

მალხაზ ჯალაღონიას თმით, დეტალებზე პოლიტსაბჭო იმსჯელებს და გადაწყვეტს, თუ რა ფორმით იქნება ბრძოლა.

მსგავსი პოსტები

Back to top button