“80 მანეთიანი ტელევიზორი გვაქვს და რამე შეღავათი არ გვექნება?”

რადიო “ჰერეთი” დაინტერესდა როგორ ემზადება მოსახლეობა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასასვლელად.

ჩვენს მიერ გამოკითხულ რესპოდენტთა ნაწილი ამბობს, რომ “სეთ-თო-ბოქსები”-ს შეძენის საშუალება არ აქვს, ნაწილს კი მის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია.

“სეთ-თო-ბოქსები” საკუთრ ტელევიზორს უკვე მიუერთა ლაგოდეხში მცხოვრებმა 1361-მა სოციალურად დაუცველმა ოჯახმა.

როგორც რადიო “ჰერეთს” საქართველოს ფოსტის, ლაგოდეხის სერვისცენტრის მენეჯერმა, მადონა ტეფნაძემ განუცხადა, “ამ დროისთვის სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ზე ნაკლებია, 3047 “სეთ-თო-ბოქსია” ჩამოტანილი და მისი გაცემა ეტაპობრივად ხდება”.

საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე რამდენიმე დღეში გადადის.

17 ივნიდან მოსახლეობას ტელეეკრანებზე გამოსახულების მისაღებად “სეთ-თო-ბოქსები” დასჭირდებათ. მოწყობილობა ტექნიკის მაღაზიებში უკვე იყიდება და მისი ფასი 60-დან 70 ლარამდე მერყეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button