მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

მალხაზ მაჩალიკაშვილი დაკავებულია

სპეცრაზმის მიერ მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილ დაკავებულია.
ინფორმაციას მისი ოჯახის წევრები და ადვოკატი ადასტურებენ.

მაჩალიკაშვილის ადვოკატის, ქეთი ჩუთლაშვილის განმარტებით, დაკავება ადმინისტრაციული წესით მოხდა.

” ის დააკავეს წუხელ, მათთან ერთად, ვინც გაყავდა პოლიციას აქციიდან. საქმის მასალები არ გადმოგვცემია და ზუსტად რას ედავებიან, ჯერ არ ვიცით. იდგა სოლიდარობის აქციის მხარეს და მეორე მხრიდან აქეთ აგინებდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. თავად ამბობს, რომ კანონი არ დაურღვევია”- განაცხადა ჩუთლაშვილმა, რადიო ჰერეთთან.

მალხაზ მაჩალიკაშვილი, პოლიციამ 6 ივლისს, ღამით, თბილისში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე, სოლიდარობის აქციაზე დააკავა.

მსგავსი პოსტები

Back to top button