“მამა გიორგი მამალაძე გავრცელებული წერილის შინაარს ადასტურებს”

მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობის ბრალდებით დაკავებული მამა გიორგი მამალაძე აცხადებს, რომ რუსთავი2-ის ეთერში გახმაურებულ სკანდალურ წერილში მოყვანილი ფაქტების შესახებ ის წერილებს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს 2015 წლიდან ნამდვილად უგზავნიდა.

რუსთავი2 -მა წერილის ავთენტურობის დადგენის მიზნით ბრალდებულ მამა გიორგი მამალაძის ადვოკატს თხოვნით მიმართა, პატიმართან შეხვედრის დროს დაესვა კითხვა მისთვის, ჰქონდა თუ არა დეკანოზ გიორგი მამალაძეს ნამდვილად გაგზავნილი მსგავსი შინაარსის წერილი პატრიარქისთვის.

ადვოკატმა რუსთავი2-ს განუცხადა, რომ დღეს შეხვდა პატიმრობაში მყოფ დეკანოზ გიორგი მამალაძეს და წერილის შესახებ ჰკითხა. ადვოკატის ინფორმაციით, წერილის სრულ შინაარსს, რომელიც რუსთავი2-მა გაახმაურა, ის ვერ გაეცნო, თუმცა დაადასტურა, რომ წერილში მოყვანილი ფაქტების შესახებ მან პატრიარქის ინფორმირება რამდენჯერმე მოახდინა.

უფრო მეტიც, დეკანოზი გიორგი მამალაძე ამბობს, რომ უფრო მწვავე შინაარსის წერილები აქვს პატრიარქისთვის გაგზავნილი, სადაც საპატრიარქოს ქონების დატაცების შესახებ არის საუბარი.

 

ამ თემაზე ↓

რუსთავი 2 დეკანოზ გიორგი მამალაძის სავარაუდო წერილს ავრცელებს

“დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავება ჩვენთვის სრულიად მოულოდნელია” – საპატრიარქო

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები გაუთქმელობის ხელწერილის გაუქმებას ითხოვენ

“დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს” [Audio]

ილია მეორის ოპერაცია დასრულდა

მსგავსი პოსტები

Back to top button