რეგიონისაქართველოსიახლეები

მკურნალობა თურქეთში, ამანათები საპატიმროში, ფასდაკლება ფერმერებისთვის

საქართველოში პანდემიის პროცესში დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მომდევნო ეტაპი იწყება. დღეიდან ქვეყნის მოქალაქეებს სამკურნალოდ თურქეთში წასვლა შეეძლებათ.

შეზღუდვები მსუბუქდება პენიტენციურ დაწესებულებებშიც. საპატიმროებში მყოფ მსჯავრდებულებთან ყველა სახის ამანათის შეგზავნა იქნება შესაძლებელი. საკვები პროდუქტის გარდა, ყველა ამანათი დეზინფექციას გაივლის.

ასევე დღეიდან, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, ფერმერებისთვის გათვალისწინებული დახმარების პროგრამების განხორციელებაც იწყება. ფერმერებისთვის ფასდაკლების ბარათები ეტაპობრივად გაიცემა, როგორც იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში, ასევე „ლიბერთი ბანკის” ფილიალებში.

მსგავსი პოსტები

Back to top button