კრიმინალიმსოფლიოსიახლეები

მამაკაცმა ავტობუსი გაიტაცა და ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა

ჩინეთის ქალაქ ლუნიანში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა ავტობუსი გაიტაცა და ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა.

ინციდენტის შედეგად ხუთი ადამიანი გარდაიცვალა, 21 კი, დაშავდა.

გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთი დაღუპული პოლიციის ოფიცერია.

დანით შეიარაღებული დამნაშავე ადგილობრივმა სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი პოსტები

Back to top button