სპორტ-ნიუსისპორტი

მამარდაშვილი ბორდალასმა განაცხადში არ შეიყვანა

გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას თავკაცმა მადრიდის ატლეტიკოსთან სათამაშოდ არ წაიყვანა.

ბორდალასი ამბობს, რომ ამგვარად,ქართველი მეკარის ჭარბი წონის გამო მოიქცა.

ვალენსიას მთავარმა მწვრთნელმა ბოლო პერიოდში კლუბში დისციპლინა გაამკაცრა.ქართველი ლეგიონერი პირველი არ ყოფილა,ვისზეც ეს სანქცია გავრცელდა.

მან რამდენიმე დღის წინ ანალოგიური მიზეზით ურუგვაელი მაქსი ლოპესი დასაჯა.

მადრიდში გოლკიპერის პოზიციაზე კრიშტიან რივერო და ჩარლი პერესი გაემგზავრნენ.შეგახსენებთ,რომ სილესენი ტრავმირებულია.

დრო გვიჩვენებს,თუ როგორ შეიცვლება მამარდაშვილის მდგომარეობა.

იქამდე კი ქვეყნის თასზე 3 თებერვალს ვალენსია კადისს უმასპინძლებს. ჩემპიონატზე კი 6 თებერვალს სოსიედადს შეხვდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button