მნიშვნელოვანისაქართველო
მამკოდაში ადიდებულმა მდინარემ სამანქანო ხიდი წაიღო

მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მამკოდაში ადიდებულმა მდინარემ სამანქანო ხიდი წაიღო. ადგილზე სამაშველო სამსახურია მობილიზებული.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. თვითმხილველების თქმით, ავტომობილების დატოვება უწევთ, თავად კი მაშველების დახმარებით, ფეხით გადადიან უსაფრთხო ადგილას.
მამკოდაში მდინარე ძლიერი წვიმის შედეგად ადიდდა.
