მამუკა ახვლედიანი მოსამართლეების კრიტიკის ობიექტი გახდა

საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი მოსამართლეების კრიტიკის ობიექტი გახდა.

თბილისის საქალაქი სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს შეხვდნენ და ახვლედიანის განცხადებები განიხილეს.
ისინი მამუკა ახვლედიანის განცხადებებს შეურაცხმყოფელს უწოდებენ და განმარტავენ, რომ კლანური დაჯგუფება არ არსებობს, არც მათ გადაწყვეტილებებში არავინ ერევა და რომ ყოფილმა სასამართლოს თვმჯდომარემ საკუთარი განცხადებებით ეთიკის ნორმები უხეშდ დაარღვია.

შეხვედრას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე და იუსტიციის საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე ესწრებოდნენ.
“მიზანმიმართული ჩირქის მოცხება მიმდინარეობს სასამართლო სისტემაში. საქალაქო სასამართლოს მართლაც კარგი ხელმძღვანელი ყავს და მას მხარდაჭერა სჭრიდება. სასამართლო ასეთი თავისუფალი, კომპეტენტური კადრებით დაკომპლექტებული არასდროს ყოფილა.”-აღნიშნა ლევან მურუსიძემ.
მურუსიძემ მოსამართლეებს შეთავაზა შეურაცხმყოფელი გამოთქმებისთვის ჯარიმები დააწესონ.
კოლეგების კრიტიკას თავად ახვლედიანმაც უპასუხა. მისი თქმით არჩევნების შემდეგ სასამართლოებში კლანური მმართველობის შესახებ უფრო დეტალაურად ისაუბრებს.

„ის მოსამართლე ვინც იტყვის, რომ დღეს სასამართლოში კლანური მმართველობა არ არის, მოსამართლის მანტიას არ იმსახურებს. გადავიდეს ეს არჩევნები, დაწყნარდეს სიტუაცია და მერწმუნეთ ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. ძალიან საინტერესო ფაქტებს მოვყვები, რა მოხდა და ვის ინტერესებს ემსახურება ეს ყველაფერი“- აღნიშნა მამუკა ახვლედიანმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button