მამუკა გორგოძე ტოპ-14-ის ტურის საუკეთესო მორაგბედ დაასახელეს

ფრანგულმა ვებ-გვერდმა rugby-transferts.com-მა საფრანგეთის სარაგბო პირველობის ტოპ-14-ის მე-9 ტურის საუკეთესო მორაგბის გამოკითხვა მოაწყო.

ტრადიციულ გამოკითხვაში მონაწილეობა 4 ათასზე მეტმა ფანმა მიიღო. ხმების 29%-ით “ტულონის” ქართველმა მორკინალმა მამუკა გორგოძემ იმარჯვა და მე-9 ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

მეორე ადგილზე გაეტან ჟერმანი გავიდა – 22%-ით, მე-3 ადგილზე კი იან ლესგურგი – 19%.

“კლერმონთან” თამაშში მამუკა გორგოძე მოედანზე ყველგან იყო. მისი ენერგია და ძალა გუნდს ძალიან დაეხმარა”, – წერს ფრანგული საიტი.

მსგავსი პოსტები

Back to top button