მნიშვნელოვანისაქართველო

მამუკა ხაზარაძემ სავარაუდო მუქარის წერილის დედანი პროკურატურაში წარადგინა

რას დაადგენს საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძისთვის სავარაუდოდ გაგზავნილ ე.წ მუქარის წერილზე ბრიტანეთის ექსპერტიზის ბიუროს შემდეგ საქართველოს პროკურატურა? – საგამოძიებო უწყებაში მუქარის გზავნილის დედანი, მამუკა ხაზარაძემ ადვოკატთან ერთად პირადად წარადგინა. ხაზარაძე ითხოვს, რომ დადგინდეს, ყველა იმ პირის ვინაობა, რომელთა ანაბეჭდებიც იკითხება, როგორც წერილზე, ასევე გამჭვირვალე ფაილზე, რომელშიც გზავნილი ინახებოდა. გარდა ამისა, ხაზარაძე ამბობს, რომ შუამავალი დასახელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მთავარი პროკურატურა გამოძიებას დაიწყებს. “ლელოს” სპიკერის ანა ნაცვლიშვილის თქმით, ბრიტანეთიდან მიღებული დასკვნის მიხედვით, იკითხება ათეულობით ფრაგმენტი და დეტალები უკვე საქართველოში ჩატარებული გამოძიების დასაზუსტებელია.

მამუკა ხაზარაძის და ანა ნაცვლიშვილის ხმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს მამუკა ხაზარაძეს უპასუხა

გიორგი გახარიას ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button